- პროექტის სახელწოდება; წერილი საუკუნეების წინ და დღეს
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან ძველ და ახალ წერილებს,გაიგებენ ინფორმაციის გაგზავნის რა საშუალებები იყო ადრე და ამ წერილების შედარებისა და ანალიზის საფუძველზე ისინი კარგად გაიაზრებენ ძველ და ახალ ფასეულობებს.
- პროექტის აქტუალობა:ინფორმაციის მიღება და გაგზავნა ყოველ დროში აქტუალურია.
- პროექტის მიზნები:ადამიანთა შორის ურთიერთობის ფორმები და მათი ცვლილებები.
- მონაწილეთა ასაკი:მეცხრე კლასი.
- ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაეცნობიან წერილის ტიპებს,გაეცნობიან ისეთ ნაწარმოებებს,სადაც წერილებია,ისწავლიან წერილის წერას.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,ფურცელი,კალამი,დაფა,ცარცი,ინტერნეტი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):კლასს დავყოფ ჯგუფებად: პირველი ჯგუფი ამოწერს წერილებს ცნობილი ნაწარმოებებიდან,იგივე ჯგუფი ამოწერს მწერლებისა და ცნობილი ადამიანების პირად წერილებს.მეორე ჯგუფის მოსწავლეები ერთმანეთს მიწერენ წერილებს როგორც თანამედროვე,ასევე ძველი ფორმით.მესამე ჯგუფი წაიკითხავს პუბლიცისტურ წერილებს და ნიმუშის სახით რამდენიმეს ამოწერს პრეზენტაციისთვის.მას შემდეგ,რაც თითოეულ ჯგუფსმიეცემა დავალება,მასწავლებელი აკვირდება მათი მუშაობის პროცესს,დროდადრო, საჭიროების შემთხვევაში შესწორებები შეაქვს მსვლელობისას და გარკვეულ მიმართულებას აძლევს მოსწავლეებს.პროექტის დასრულების შემდეგ ხდება მისი შედეგების ამსახველი პრეზენტაცია. მასწავლებელი განიხილავს თითოეული ჯგუფის ნამუშევარს.მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილო-ბითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.
- პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):ნატო აბაზაძე
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:natoabazadze
Monday, August 5, 2013
პროექტის აღწერა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment